ირაკლი ღარიბაშვილი რომან გოცირიძეს - თქვენმა განადგურებულმა ბელადმა, სააკაშვილმა დაკარგა ქართველობა, საკუთარი ნებით - გესმით, რამხელა უბედურება და ტრაგედიაა?

მე შეგახსენებთ, ვინ დაკარგა ქართველობა, თქვენმა განადგურებულმა ბელადმა, სააკაშვილმა დაკარგა ქართველობა, საკუთარი ნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რითაც დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, კარგავენ თუ არა ქართველები ქართველობას.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორობისთვის საქართველოს მოქალაქეობა დათმო, რითაც ქართველობა დაკარგა.

რომან გოცირიძემ ვითომ ძალიან ჩამჭრელი კითხვა დამისვა, რომ ქართველები კარგავენ ქართველობასო? - კაცი ამას რომ მეტყვის, რა უნდა ელაპარაკო საერთოდ? მე შეგახსენებთ, ვინ დაკარგა ქართველობა, თქვენმა განადგურებულმა ბელადმა, სააკაშვილმა დაკარგა ქართველობა, საკუთარი ნებით. კაცი პრეზიდენტი იყო 9 წელი, წავიდა უკრაინაში და ოდესის გუბერნატორობის პოსტის გამო დათმო საკუთარი მოქალაქეობა, ქართველობა. აი, ვინ დაკარგა ქართველობა. თქვენნაირები კარგავენ ქართველობას, ბატონო რომან. სხვებზე რომ ლაპარაკობთ, რეაქცია უნდა გქონოდათ თქვენს ბელადზე. სააკაშვილი ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე გამოვიდა უკრაინულ ენაზე და მოითხოვა თარჯიმანი, გესმით, რამხელა უბედურება და ტრაგედიაა? და ეს მეკითხება ახლა, ქართველობას კარგავენ ქართველებიო?“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა