პრემიერი - სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება.

ამასთან, აღნიშნა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.

„რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებლებს, გეტყვით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, წინა პრემიერობის დროს ავაშენეთ 300 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, ეს საკმარისი არ არის. მე ვფიქრობ, დაახლოებით 3000-მდე უნდა ავაშენოთ. ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტი მუშაობს აქტიურად, მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რომ მოხდეს 3 კორპუსის აშენება, ასე რომ მიდის მუშაობა, ვმუშაობთ, ეს ყველაფერი მოგვარდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე