მედია - კიშინიოვის აეროპორტში სროლაა, დაღუპულია ორი ადამიანი

კიშინიოვის აეროპორტში სროლა ისმის, დაღუპულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოლდოვური გამოცემა NewsMaker-ი ავრცელებენ.

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მოლდოვაში შესვლა აუკრძალეს, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

აღნიშნულია, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ადგილზე მუშაობენ, “რომ ვითარება ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს”.

მედია აღნიშნავს, რომ ადგილზე განსაკუთრებული დანიშნულების პოლიციის FULGER-ის რაზმი არის მობილიზებული.

ინციდენტთან დაკავშირებით კიშინიოვის აეროპორტში 30 ივნისს დაგეგმილი ყველა რეისი გადადებულია. შენობიდან პერსონალისა და მგზავრების ევაკუაცია მოხდა.

მედიის ცნობით, მგზავრი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, თურქეთიდან რეისით ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება