1 ივლისს, 09:00 საათზე, N 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დაათვალიერებინებს საგამოცდო სივრცეს და დეტალურად გააცნობს იმ წესებს, რომლებიც იმოქმედებს 2023 წლის გამოცდებზე.
მის: დავით ჯაბიძის ქ. N 38 (გლდანი, მე-5 მ/რ) ;
საკონტაქტო: თამთა ბატიაშვილი - 595 76 76 76
1 ივლისს, 11:00 საათზე, ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის პარტიის ოფისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის წევრები ლევან ფერაძე და ლევან გახელაძე ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ევროკავშირის სპეციალურ სამედიცინო მისიას ივანიშვილის ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს, რათა არ მოხდეს მისი კვლევის ობიექტური დასკვნის გაკეთება.
მის: მ.ბროსეს # 6
საკონტაქტო - თეა გოჩიტაშვილი - 599 88 09 08
1 ივლისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა გაიმართება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)