ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატოს სამიტამდე შედეგი უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ ყოველი მეტრი სიცოცხლედ ღირს - დროსა და ხალხს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია

უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა.

“[ნატო-ს] სამიტამდე შედეგი უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ ყოველი მეტრი სიცოცხლედ ღირს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემოდგომას უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ მისი გაგრძელება არ შეეძლო ვინაიდან არტილერია არ ჰქონდათ.

“ამ შემოდგომას კონტრშეტევა დავიწყეთ და შედეგი გვჭირდებოდა… გავჩერდით, ვინაიდან, შემდგომ სვლა არ შეგვეძლო. წინსვლა ხალხის დაკარგვას ნიშნავდა, ჩვენ კი არტილერია არ გვქონდა…

ძალიან ფრთხილად ვართ ამ მხრივ. სწრაფი რაღაცები ყოველთვის უსაფრთხო არ არის. თუ მეტყვიან, რომ გავა ორი თვე და ათასობით ადამიანი მოკვდება, ან გავა სამი თვე და ნაკლები ადამიანი მოკვდება, რა თქმა უნდა, ბოლო ვარიანტს ავირჩევ… დროსა და ხალხს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მდგომარეობა და საერთაშორისო იმიჯი შეაფასა, და აღნიშნა, რომ “ჩემი მოკვლა მხოლოდ რუსეთში სურთ, მისი მოკვლა კი მთელ მსოფლიოს სურს.”

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას