უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, ამჟამად საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში ოთხი რუსული ხომალდი იმყოფება, მათ შორის, ერთი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტმზიდი (აღჭურვილობის გარეშე).
გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთს რვამდე ხომალდი ჰყავს, აზოვის ზღვაში კი - ერთი.
"ხმელთაშუა ზღვაში რვამდე ხომალდია, მათ შორის „კალიბრების“ მზიდი საერთო ზალპით 16 რაკეტამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.