კიევს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ეწვია.
სანჩესის თქმით, ვიზიტის მიზანი უკრაინის მთავრობასა და პარლამენტისთვის ევროპული სოლიდარობის გამოხატვაა.
„კიევში ვარ. მინდოდა, რომ ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობის პირველი მოვლენა უკრაინაში, ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ყოფილიყო. უკრაინის მთავრობასა და პარლამენტისთვის სრულ ევროპულ სოლიდარობას ვუცხადებ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მანამდე, სანამ ევროპაში მშვიდობა არ აღდგება“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ევროკავშირის საბჭოში ესპანეთის თავმჯდომარეობა დღეიდან მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.