პოლონეთის იუსტიციის მინისტრი - პოლონეთის გადაწყვეტილება ევროპის ფარგლეთ გარეთ მცხოვრები მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, გამართლებული აღმოჩნდა

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის და გენერალური პროკურორის ზბიგნევ ზიობროს განცხადებით, საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება ევროპის ფარგლეთ გარეთ მცხოვრები მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის შესახებ - გამართლებული აღმოჩნდა.

მისივე აზრით, შექმნილი ვითარება ევროპის სამიგრაციო პოლიტიკის ჩავარდნის შედეგს წარმოადგენს.

„ეს არის სამიგრაციო პოლიტიკის და „კულტურული გამდიდრების“ იდეების გაკოტრება, პროგრესული დეკადანსი და ანარქია. საფრანგეთის შემდეგ იქნება ბელგია, შვედეთი და ა. შ., მიეცით პოლონელებს სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. ჩვენ რეფერენდუმის ჩატარებას „დიახ“ და ლტოლვილების გადაადგილებას - „არას“ ვეუბნებით", - განაცხადა ზბიგნევ ზიობრომ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს