უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერი - ბელარუსს თავის ტერიტორიაზე 8 ათასამდე „ვაგნერელის“ განთავსება შეუძლია

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერის, პოლკოვნიკ ანდრეი დემჩენკოს განცხადებით, ბელარუსს თავის ტერიტორიაზე 8 ათასამდე „ვაგნერელის“ განთავსება შეუძლია.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალები დამატებით საფრთხეს აცნობიერებენ და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან.

„ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული შემტევი დაჯგუფებების მოძრაობა არ აღინიშნება. შეინიშნება „ვაგნერის“ დაქირავებულებისთვის ბანაკების მოწყობასთან დაკავშირებული აქტივობა. საუბარი 8 ათას ჯარისკაცზე შეიძლება იყოს“, - განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღის მდგომარეობით, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის რეგულარული არმიის სამხედროების რაოდენობა დაახლოებით, 2 ათას შეადგენს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს