უკრაინის პრეზიდენტი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ლოკალური აფეთქების სერიოზული საფრთხე არსებობს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრულ კონტროლზე აყვანამდე, ატომური ენერგიის სააგენტო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ სადგური დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე შეამოწმოს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ტექნიკურად მზად არის იმისთვის, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ლოკალური აფეთქება მოახდინოს.

„სადგურზე ლოკალური აფეთქების სერიოზული საფრთხე არსებობს, რაც მავნე ნივთიერებების ჰაერში მოხვედრას გამოიწვევს", - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, პოტენციური აფეთქებით რუსეთი პასუხისმგებლობის გადადებას შეეცდება.

„რუსეთს უნდა იმის ჩვენება, რომ უკრაინაში ომი მთელი მსოფლიოსთვის არის საშიში და იმის პროვოცირებას გეგმავს, ვითომდა ეს ამას არ გაუკეთებია", - დასძინა ზელენსკიმ.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025