უილიამ ბერნსი - შეიარაღებული აჯანყება იმ ზიანზე მეტყველებს, რომელიც პუტინმა რუსეთს მოუტანა

შეიარაღებული აჯანყება იმ ზიანზე მეტყველებს, რომელიც პუტინმა რუსეთს მოუტანა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

„გასაოცარია ის, რომ თავის ქმედებებამდე პრიგოჟინი გამანადგურებელ ბრალდებებს ამბობდა კრემლის მიმართ უკრაინაში შეჭრის ყალბი მიზეზებისა და რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ომის მართვის შესახებ… ამ სიტყვებისა და ქმედებების გავლენა კიდევ გარკვეულ ხანს საგრძნობი იქნება - ნათელი შეხსენება პუტინის ომის გამანადგურებელი გავლენის შესახებ მის საკუთარ საზოგადოებაზე და მის საკუთარ რეჟიმზე“, - განაცხადა ბერნსმა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თქმით, პრიგოჟინის აჯანყება „შეიარაღებული გამოწვევაა რუსული სახელმწიფოსადმი“, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს „რუსეთის შიდა საქმეა, რომელშიც შეერთებული შტატები არ იღებდნენ და არ მიიღებენ არანაირ მონაწილეობას“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა