ვოლოდიმირ ზელენსკი სანქციების ახალ პაკეტზე - ყველა, ვინც აგრესორს დაეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოს პასუხს მიიღებს

ყველა, ვინც აგრესორს დაეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოს პასუხის მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმუკრაინის მიერ სანქციების ახალი პაკეტის შემოღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილიც შედიან.

„გამოქვეყნებულია უკრაინის სანქციების მორიგი პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ამ ტერორისტული ომის წარმოებაში ეხმარება. კერძოდ, თითქმის 300 იურიდიული პირისა და თითქმის 200 ფიზიკური პირის წინააღმდეგ არის სანქციები. და ესენი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არ არიან. ყველა, ვინც მსოფლიოში აგრესორს დაეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოს პასუხს მიიღებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა “ტელეგრამის” პირად არხზე დააკონკრეტა, რომ უკრაინის სანქციების ახალი პაკეტი 190-ზე მეტი ფიზიკურ პირსა და 291 იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ქართულ ავიაკომპანიას Georgian Airways, რომელმაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები განაახლა და მის მფლობელს თამაზ გაიაშვილს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა