დმიტრო კულება გერმანიას - არ გაიმეოროთ კანცლერ მერკელის მიერ ბუქარესტში დაშვებული შეცდომა, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ კარი გაუღო პუტინის საქართველოში შეჭრასა და ყირიმის უკანონო ანექსიას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შეცდომები და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს.

„არ გაიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც კანცლერმა მერკელმა დაუშვა ბუქარესტში 2008 წელს, როდესაც მან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ „გააღო კარი პუტინის საქართველოში შეჭრისა და ყირიმის უკანონო ანექსიისთვის“.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ კიევი ომის დროს ნატო-ში მიღებას არ ელის.

„მაგრამ, ომის შემდეგ უკრაინის არმიღება ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება. ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კარის დახურვისთვის ერთადერთი გზა - უკრაინის ნატო-ში მიღებაა“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა