მედია - მასობრივი არეულობები შვეიცარიაშიც მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა შვიდი ადამიანი, მათ შორის ქართველი დააკავეს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში წუხელ მომხდარი არეულობის დროს სამართალდამცავებმა შვიდი ადამიანი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულებიდან ექვსი არასრულწლოვანია.

კერძოდ, საუბარია პორტუგალიელ, ბოსნიელ და სომალელ სამ გოგონაზე, ასევე ქართველ და სერბ ბიჭებსა და ერთ შვეიცარიელზე, ისინი 15-დან 17 წლამდე არიან. ერთადერთი სრულწლოვანი დაკავებული 24 წლის შვეიცარიელია.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტები საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბნენ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა