სერგო ჩიხლაძე - მიხარია, რომ პრეზიდენტი იმ პოზიციაზეა, რაზეც ოპოზიციური პარტიები წლებია ვსაუბრობთ - ღარიბაშვილი და მისი მთავრობა დაპირისპირებულია მთელ დასავლურ სამყაროსთან

პრემიერის ტექსტში იყო მინიშნება, თუ როგორი იქნება არჩევნებამდე ერთი წელი, ეს იქნება ძალადობა და სიძულვილის ენა - ღარიბაშვილი და მისი მთავრობა დაპირისპირებულია მთელ დასავლურ სამყაროსთან, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, პრემიერი სიძულვილით და აგრესიით მოიხსენიებს თავისი მოსახლეობის ნახევარზე მეტს.

„პრეზიდენტს სწორი გზავნილები ჰქონდა. მიხარია, რომ პრეზიდენტი იმ პოზიციაზეა, რაზეც ჩვენ, ოპოზიციური პარტიები წლებია ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანი იყო განცხადება დეპოლარიზაციაზე, მან ნამდვილად შეიწყალა გვარამია და თავისი წვლილი შეიტანა, დაგვიანებით, მაგრამ გააკეთა. როგორც გუშინდელ ინტერვიუში, ასევე, მის ბოლო შეფასებებში დამაკლდა ის, თვლის თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ინსტიტუციები მიიტაცა. ამაზე უჭირს კომენტარის გაკეთება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, გადავა თუ არა ამ წითელ ხაზს ბიძინა ივანიშვილთან.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებებს, ეს იყო სიძულვილის და ზიზღის ენა, თავისივე ტექსტში რომ დეპოლარიზაცია ვერ ხდება მაგალითად მოიყვანა და განამტკიცა. რატომ ვერ ხდება ეს დეპოლარიზაცია? ყველაფერთან ერთად, ის სიძულვილით, აგრესიით მოიხსენიებს თავისი მოსახლეობის ნახევარზე მეტს.

თქვენ, ნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არა პრეზიდენტთან, მოსახლეობის უდიდეს ნაწილთანაა დაპირისპირებული. ნახეთ პრემიერის ღვარძლიანი განცხადებები, პლუს ჩვენ ვხედავთ ძალადობრივ ქმედებებს ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის მიმართ. პრემიერის ტექსტში იყო მინიშნება, თუ როგორი იქნება არჩევნებამდე ერთი წელი, ეს იქნება ძალადობა, სიძულვილის ენა, რუსული პროპაგანდის წარმოება „ქართული ოცნების“ მხრიდან. პრეზიდენტთან იქნება თუ არა დაპირისპირებული ნაკლები გავლენა ექნება, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა დაპირისპირებულია მთელ დასავლურ სამყაროსთან“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის