პოლონეთი, არსებული დაძაბული სიტუაციის გამო, ბელარუსთან საზღვარზე 500 პოლიციელს გაგზავნის,- ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა.
„ბელარუსის საზღვარზე დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გავაძლიერო ჩვენი ძალები 500 პოლონელი პოლიციელით სათადარიგო და კონტრტერორისტული დანაყოფებიდან“, - დაწერა მინისტრმა „ტვიტერზე“.
გასულ კვირას ვარშავამ გამოაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლების ბელარუსში გადასვლის გამო უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. „ვაგნერის“ ბელარუსის ტერიტორიაზე ყოფნის გამო ნატო-ს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შიშობენ, რომ ამან, შესაძლოა, რეგიონში უფრო მეტი არასტაბილურობა გამოიწვიოს.