აშშ-ში წვეულებაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

აშშ-ის მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში წვეულებაზე მასობრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ბალტიმორის პოლიციის კომისრის მოვალეობის შემსრულებლის, რიჩარდ ვორლის თქმით, ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა.

ამ დროისთვის უცნობია, რა იყო თავდასხმის მოტივი.

ბალტიმორის მერმა ბრენდონ სკოტმა მომხდარს "უგუნური, მხდალი ქმედება უწოდა. მან დამნაშავეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „არ გავჩერდებით, სანამ არ გიპოვით - და ჩვენ გიპოვით“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში