ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა, - ინფორმაციას მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"წინასწარი დასკვნის თანახმად, ავტობუსს პრობლემა არ ჰქონდა. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ავარია და ვისი დაუდევრობა იყო ამის მიზეზი“, - აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.
ავტობუსის მძღოლი და გამცილებელი პოლიციამ დააკავა.
მომხდარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი და მაჰარაშტრას მთავარი მინისტრი, ეკნათ შინდე გამოეხმაურნენ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.