სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილეს, ხაზი გაუსვეს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხს და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს.

„სახალხო დამცველმა აპარატის საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე, ასევე, 2023-2030 წლების ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის დეტალებზე ისაუბრა.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი ინსტიტუციის განსაკუთრებულ როლს არსებული პოლარიზაციის პირობებში, მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა