რომის პაპის წარმომადგენელი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ - არ არსებობს სამშვიდობო გეგმა და შუამავლობა

რომის პაპის წარმომადგენლის, კარდინალ მატეო ზუპის განცხადებით, მოსკოვში მისი მისია ორიენტირებული იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე და არ მოიცავდა სამშვიდობო გეგმის განხილვას.

„ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ ასპექტში, რაზედაც ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ. არ არსებობს სამშვიდობო გეგმა და შუამავლობა. არსებობს დიდი მისწრაფება იმისა, რომ ძალადობა დასრულდეს და ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ", - განაცხადა მატეო ზუპიმ და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში შეხვდება რომის პაპ ფრანცისკეს, რათა შეხვედრების შედეგები განიხილონ.

რომის პაპმა ფრანცისკემ მატეო ზუპის მაისში სთხოვა, შეესრულებინა სამშვიდობო მისია, რათა უკრაინაში ომის დასრულებისთვის შეეწყო ხელი. პაპის წარმომადგენელი გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მრჩეველს, იური უშაკოვს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს შეხვდა. ივნისის დასაწყისში ის კიევში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა მოლაპარაკებები.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის