უკრაინის გენშტაბი - მძიმე ბრძოლები 4 მიმართულებით გრძელდება, უკრაინელებსა და რუსებს შორის 39 შეტაკება მოხდა

უკრაინაში ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსულ ძალებთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, ბახმუტის მიმართულებით შეტევა დაიწყეს დონეცკის ოლქის მინკოვკასა და ბოგდანოვკას რაიონებში, მაგრამ უშედეგოდ. ამ მიმართულებით, რუსების საარტილერიო დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი დასახლება დაზარალდა.

„ავდიივკას მიმართულებით, მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელა ქალაქ ავდიივკას მიდამოში. მარინკას მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა მარინკას მახლობლად მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია უკრაინის ჯარების წინსვლის აღკვეთაზე.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის