დავით უსუფაშვილი - ჩვენი მეგობრები აქ არ იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაესაჯათ, თუმცა, მათ ნახეს პრობლემები, რომელთა მოგვარების გარეშე ქვეყანა შეიძლება სერიოზული ხიფათის წინაშე აღმოჩნდეს

ჩვენი მეგობრები აქ არ იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაესაჯათ, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მათ ნახეს საკმაოდ სერიოზული პრობლემები, რომელთა მოგვარების გარეშე ქვეყანა შეიძლება სერიოზული ხიფათის წინაშე აღმოჩნდეს,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მათ სერიოზული საუბრები ჰქონდათ სხვადასხვა უწყებაში პრობლემების თაობაზე.

„კარგია, რომ იმ ჯგუფმა, რომელიც კონკრეტული საკითხების შესასწავლად იყო ჩამოსული, არ გამოავლინა ისეთი ფაქტი, რაც საქართველოს, როგორც ქვეყანას ძვირად დაუჯდებოდა. ჩემთვის სარწმუნო ინფორმაციით, ვიცი, რომ მათ ჰქონდათ ძალიან სერიოზული საუბრები სხვადასხვა უწყებებში და მიუთითეს პრობლემებზე, რომელიც სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი, თორემ ქვეყანა ხვალ და ზეგ შეიძლება აღმოჩნდეს რთულ ვითარებაში. ჩვენთან ჩამოსული იყვნენ საქართველოს მეგობრები, ისინი აქ არ იყვნენ იმისთვის, რომ აქ აუცილებლად რაიმე ეპოვათ და ქვეყანა დაესაჯათ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მათ ნახეს საკმაოდ სერიოზული პრობლემები, რომელთა მოგვარების გარეშე ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული ხიფათის წინაშე. ეს არის თემა, რომელსაც ყოველდღიური ყურადღება სჭირდება. ინდივიდები, რომლებიც არღვევენ სანქციებს არსებობენ სხვა ქვეყნებში და არსებობენ საქართველოშიც, რომელსაც განსაკუთრებული პოლიტიკური ურთიერთობის რეჟიმი აქვს რუსეთთან მისი მოსაზღვრე სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით და არ გამიკვირდება, ამით ისარგებლონ. მაგალითად, ფრენების აღდგენაზე ჟივილ-ხივილი და აჟიოტაჟი, რომელსაც მოჰყვა უკვე კონკრეტული ნაბიჯები უკრაინიდან, შეიძლება არ იყოს ერთადერთი”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება