გრიგორი კარასინი - უკრაინიდან რუსეთში თავშესაფარი 700 000 ბავშვმა იპოვა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინიდან რუსეთში 700 000-მა ბავშვიმა „შეაფარა თავი“.

"ბოლო წლებში 700 000 ბავშვმა, რომელიც უკრაინის კონფლიქტის ზონებიდან დაბომბვას გაექცა, თავშესაფარი ჩვენთან იპოვა. ბევრმა მშობლებთან ერთად და ბავშვთა სახლების ბავშვებმა აღსაზრდელებთან ერთად", - განაცხადა კარასინმა.

მოსკოვი ირწმუნება, რომ ბავშვების უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეყვანის პროგრამა მიზნად ისახავს კონფლიქტის ზონაში მიტოვებული ობლებისა და ბავშვების დაცვას.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას ახორციელებს. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად უკანონოდ დეპორტირებულად 19 492 უკრაინელი ბავშვი ითვლება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს