„აირზენას“ დასანქცირების გამო, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგანსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, შეხვედრაზე ავიაკომპანია “აირზენა - საქართველოს ავიახაზებისა” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი განიხილეს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია