საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეშფოთება გამოიხატა “ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის გადაწყვეტილების გამო, რომელიც  საფუძველს მოკლებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის გამო შეშფოთება გამოიხატა, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია.

მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა.

ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც დააფიქსირა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026