4 ივლისს, 08:00 საათზე, საქართველოს პარლამენტი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას მასპინძლობს.
მის: თელავის ქ.20, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“
4 ივლისს, 10:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
4 ივლისს, 10.00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
4 ივლისს, 10:00 საათზე, „საფარის“ ოფისში, კახეთში მოკლული ყაზახი ჟურნალისტის, ჟანბოტუ ტოლეგენის საქმეზე პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: აკაკი გახოკიძის 11ა
4 ივლისს, 10:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გამართავს ახალი კვლევის პრეზენტაციას თემაზე: „დანაშაულის პრევენცია: სასკოლო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიტიკა“.
მის: ჭავჭავაძის გამზირი, 64ა, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“
საკონტაქტო ინფორმაცია: სალომე აჩბა - 593 737 503
4 ივლისს, 11:00 საათზე თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.
4 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
4 ივლისს, 12.00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ოფისში, პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება მესამე პრეზინდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
მის: ბროსეს #6
საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია 5.99 43.43.08
4 ივსლისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალქო სასამართლოში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
4 ივლისს, 14:00 საათზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგ ცენტრთან, სასწრაფოში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლების ნაწილი, პროფკავშირებთან ერთად, საპროტესტო აქციას გამართავს.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (კლინიკა „ვივამედამდე“).
საკონტაქტო ინფორმაცია: ირაკლი ამირანაშვილი - 591 41 09 94
4 ივლისს, 18:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ბრიფინგი გაიმართება.
მის: გორგასლის 24 ა