თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი ქვეყნის პოზიცია შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
მისივე თქმით, ყურანის დაწვის აქციით და ტერორისტების მხარდაჭერით თურქეთის მეგობრობას ვერავინ მოიგებს.
"ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პოზიცია დავანახეთ. ჩვენ იმავე პრინციპებს ვეპყრობით, როგორც ერთი წლის წინ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 31 მარტს თურქეთმა ნატო-ში ფინეთის შესვლას მხარი დაუჭირა, ხოლო სტოკჰოლმისგან ანკარა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ მადრიდის მემორანდუმის ყველა დებულების შესრულებას ითხოვს.