უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სუმზე დრონების იერიშის დროს, საცხოვრებელი სახლების გარდა, დარტყმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზეც იქნა მიტანილი.
მისივე თქმით, უკრაინაში კვლავინდებურად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ნაკლებობა აღინიშნება, რაც ტერიტორიის დაცვას ასუსტებს.
"მტერი ამით სარგებლობს, დღევანდელი დღე ამის მაგალითია – ირანული დრონებით განხორციელებული რიგითი დარტყმა, კერძოდ, საცხოვრებელ სახლებზე და ასევე, უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე", – დასძინა ზელენსკიმ.