უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, ანდრეი კოვალიოვის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინის არმია წარმატებით აღწევს დასახულ მიზნებს.
მისივე თქმით, რუსულ ჯარს დიდი დანაკარგი აქვს. კერძოდ, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 770 რუსი სამხედრო, განადგურებულია 32 საარტილერიო სისტემა, 29 უპილოტო და 9 საბრძოლო ჯავშანმანქანა.
„ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით თავდაცვის ძალები აგრძელებენ ზეწოლას, წარმატებით იბრუნებენ მოწინააღმდეგის მიერ ადრე დაკავებულ პოზიციებს”, - განაცხადა ანდრეი კოვალიოვმა.