მარია ზახაროვა - კიევის რეჟიმის მცდელობა, იერიში მიიტანოს რაიონზე, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტია განლაგებული, რიგით ტერორისტულ აქტად მიგვაჩნია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „ვნუკოვოს“ აეროპორტზე საავიაციო თავდასხმას გეგმავდნენ.

მისივე თქმით, დღეს მოსკოვზე და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც ფრენების დროებით შეჩერება გამოიწვია.

„კიევის რეჟიმის მცდელობა მიიტანოს იერიში რაიონზე, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არის განლაგებული, მათ შორის აეროპორტი, რომელიც, სხვათა შორის, რეისებს საზღვარგარეთიდანაც იღებს, რიგით ტერორისტულ აქტად მიგვაჩნია“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა