ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაზე უფრო თამამი რეაგირება უნდა მოახდინონ.
მისივე თქმით, ნატო-ს წევრებმა არ უნდა მიაქციონ ყურადღება იმაზე, რომ უკრაინის გაწევრიანება ალიანსში რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, პირიქით, გამბედაობა ამ საკითხში უკრაინის ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს, მოსკოვი კი - ნებისმიერ სიფრთხილეს სისუსტედ ჩათვლის.
„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს უფრო თამამი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ამ შემთხვევაში, პუტინის რეჟიმი იფიქრებს, რომ მოკავშირეები ძალზე სუსტები არიან და მალე დანებდებიან“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.