ჩინეთმა ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა

ჩინეთმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა.

ბორელის სპიკერის, ნაბილა მასსრალის ცნობით, ჩინურ მხარეს მათთვის ვიზიტის გაუქმების მიზეზი არ განუმარტავს.

როგორც ცნობილია, ბორელი პეკინში მომდევნო კვირას უნდა ჩასულიყო და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრა გაემართა.

„სამწუხაროდ, ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება და ახლა ალტერნატიული გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ვიზიტის გაუქმების კონკრეტული მიზეზი ჩვენთვის უცნობია. სამწუხაროა მსგავსი გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ჩინეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს“, - განაცხადა ბორელის სპიკერმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს