ანონსი  5 ივლისი

5 ივლისს, 10:00 საათზე, ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის სატრენინგო-საკონსულტაციო პროგრამა დაიწყება

მის: სასტუმრო „იოტა“

საკონტაქტო: სალომე სანიკიძე - 598 53 70 10

5 ივლისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები. ლარის კურსი. ინფლაციის მაჩვენებელი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობის - „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „პრაიდის კვირეული და 8 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24; 577260026

5 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

5 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“-ში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ორგანიზებითა, USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭრითა და შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით გაიმართება „ვაჭრობის ხელშეწყობის ვორქშოპი ბიზნესისათვის“.

ღონისძიებას გახსნიან ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრაეკეველდტი, USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ჩოხელი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვალერიან ხუნდაძე.

საკონტაქტო: 598 13 99 13

5 ივლისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გაკეთებენ.

თემა: ახალი საგანი თსუ-ს სასწავლო პროგრამაში - „აფხაზი ხალხის ისტორია," რომელიც პროფესურის შეფასებით, წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარების აკადემიურ წინაპირობას და შეიცავს ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ ეროვნული მნიშვნელობის საფრთხეს. რას აპროტესტებენ პროფესორები?!

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

5 ივლისს, 11:00 საათზე, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: აკაკი გახოკიძის №11ა, „უფლებები საქართველოს“ ოფისი, 0 სართული - საკონფერენციო დარბაზი.

საკონტაქტო: მაგდა გუგულაშვილი - 555 788 338, გიორგი სელიმაშვილი - 599 42 77 37

5 ივლისს, 16:00 საათზე, სასტუმრო „ჯინჯერიში“, სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმის „ქართული საბავშვო ლიტერატურა. „დედაენიდან“ სალამურამდე“ პრეზენტაცია.

მის: მთაწმინდა, პოლიკარპე კაკაბაძის # 49

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება