ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თავისუფლებას აფასებს, გილოცავ 4 ივლისს, ამერიკა - უკრაინის იმედი გქონდეთ

აშშ-ს ყოველთვის შეუძლია უკრაინის, როგორც მოკავშირის, იმედი ჰქონდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ ახლა ის, ვინც უკრაინასთან დგას, თავისუფლებას იცავს. და ჩვენი გამარჯვების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თავისუფლებას აფასებს. გილოცავთ 4 ივლისს, ამერიკა! და, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ თავისუფალთა და მამაცთა კოალიციაში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ უკრაინის, როგორც მოკავშირის, იმედი გქონდეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “უკრაინული გამბედაობა ამერიკულ იარაღს ითვისებს” და დემოკრატიას იცავს, რომელსაც ორივე ქვეყანა თანაბრად აფასებს.

“უკრაინულმა თავისუფლების სიყვარულმა თქვენი მხარდაჭერით ევროპის ჩვენს ნაწილში თავისუფლების ახალი ძლიერი ალი გააჩინა, რომელიც არ ჩაქრება და გარანტიას იძლევა, რომ ტირანია აღარასდროს გადაუვლის ევროპას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის