საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს შვედმა კოლეგამ პოლ იონსონმა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოჰლინმა უმასპინძლეს.

თავდაცვის მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ნატოსთან თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შვედეთის მნიშვნელოვანი წვლილიც.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებზე. აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე.

განხილვის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის