უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან დიპლომატიაში კიდევ ერთი ახალი შეუსაბამო სიტყვაა, საქართველოს ელჩთან დარეკვა და უკრაინის დატოვების მოთხოვნა 48 საათში: "თქვენს მთავრობასთან კონსულტაციებისთვის"! - ასეთი რამ ჯერ არ მომისმენია,- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მისი აზრით, უკრაინა საბოლოოდ ანგრევს ურთიერთობას სახელმწიფოსთან, სადაც უკრაინის სრული მხარდაჭერა სუფევს.
„ყოფილო დიპლომატებო, მეგობრებში „ფბ“-ზე, ხომ ვერ მეტყვით, როგორი ფორმულაა ურთიერთობების დანგრევის?
ჯერ ერთი, ერთ წელზე მეტი ხნის წინ გაიწვიეს ჩვენი ელჩი "კონსულტაციებისთვის". მერე ჩვენი ელჩი გაათავისუფლეს. წელიწადზე მეტია ახალი არ დანიშნეს და არ გაგზავნეს. გადაწყვიტეთ, რომ ასე შეგიძლიათ წარმატებით იმოქმედოთ განწყობისა და პოლიტიკის ცვლილებებზე საქართველოში, რეალური ინსტრუმენტების გარეშე? გეგონათ, ასე უფრო ეფექტური იყო თქვენი მოსმენა?
ნამდვილი მტერი სახელმწიფო ვიპოვეთ და ელჩს ვაძევებთ???
ჩვენ თვითონ საბოლოოდ ვანგრევთ ურთიერთობას სახელმწიფოსთან, სადაც უკრაინის სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა სუფევს; სახელმწიფოსთან, რომელიც შეიძლება იყოს პარტნიორი, მიუხედავად ურთიერთობების სირთულისა“, - წერს უკრაინის რადას დეპუტატი.