ადამიანის ციხეში ყოფნა, მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი ცუდია - სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ წამების მიზანმიმართულ პოლიტიკას უდრის , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ადამიანის ციხეში ყოფნა, მაშინ როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი ცუდია - სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ წამების მიზანმიმართულ პოლიტიკას უდრის.
წამების წინააღმდეგ კონვენციის მიერ წამების აღწერა: “... როდესაც ასეთი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია ან საჯარო მოხელის ან მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალური სხვა პირის მიერ, ან წაქეზებით, ან თანხმობით”, - წერს კუბილიუსი.