ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის მინისტრი ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ მიიღო.

შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელება განიხილეს.

როგორც მედია წერს, რეშეტნიკოვმა რუსეთის ფედერაციის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აღდგენილი არაერთი ობიექტი დაათვალიერა.

მოსანახულებელი ობიექტების სიაში იყო მოსკოვი-რეზორტის და ბინების კომპლექსის მშენებლობა ბიჭვინთაში.

„შეგახსენებთ, რომ შარშან მილიონზე მეტმა რუსმა დაისვენა აქ, ვფიქრობ, წლევანდელი მაჩვენებლებიც იგივე იქნება, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ იყოს სტაბილური ენერგომომარაგება, იყოს ნორმალური გამწმენდი საშუალებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მყარ ნარჩენებთან დაკავშირებული ობიექტები ნორმალურად მუშაობდნენ. ეს არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც რესპუბლიკა ახორციელებს და აშენებს ფედერალური ბიუჯეტის მხარდაჭერით“, - განაცხადა რეშეტნიკოვმა.

რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში რთული რეფორმები მიმდინარეობს და რესპუბლიკა ყველა ვალდებულებას ასრულებს.

მან დასძინა, რომ არის დიდი ელექტროსადგურები, რომლებიც აუცილებელია დედაქალაქის აეროპორტის ფუნქციონირებისთვის და საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს.

„ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ და რა პირობებშია მისაღები რესპუბლიკისთვის ინვესტორების შესვლა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მუშაობს რესპუბლიკის განვითარებისთვის“ , - განმარტა მან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში