უკრაინელებმა ბახმუტთან რუსი ქვეითები ნაღმტყორცნებით გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადა ავრცელებს კადრებს, სადაც, მათი ინფორმაციით, რუსი სამხედროების ნაღმტყორცნებიდან განადგურების მომენტია ასახული.

"ნაღმტყორცნიდან პირდაპირი დარტყმა ოკუპანტების ქვეითებზე. მესამე თავდასხმის ბრიგადის 1-ელი მექანიზებული ბატალიონი 120 მმ კალიბრიანი ნაღმყტორცნებით მუშაობდა. დონეცკის ოლქი, ბახმუტის მიმართულება", - აცხადებენ მესამე თავდასხმის ბრიგადის პრესსამსახურში.

მანამდე, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის დაბრუნებას შეძლებენ.

მისი თქმით, ფრონტზე ყველაფერი იმ გეგმების მიხედვით ვითარდება, რომელიც სარდლობამ წინასწარ შეიმუშავა და დაამტკიცა.

კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული ქალაქის გათავისუფლებაში, სირსკიმ უპასუხა: "დიახ, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ".

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას