ოლაფ შოლცი - უკრაინული ძალები ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინული ძალები ომში ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ.

მისი თქმით, არასდროს ელოდა, რომ ყველაფერი დღითიდღე შეიცვლებოდა და დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ოპერაციებს "ძალიან მიზანმიმართულად" გეგმავენ.

ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სანამ უკრაინა ომშია, ნატო-ს წევრი ვერ გახდება, რადგან ნატო-ში გაწევრიანების კრიტერიუმები მოიცავს „სასაზღვრო კონფლიქტების არარსებობას“.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინისადმი ნატო-ს დიდი პრაქტიკული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ის გაგრძელდება.

„გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი“, - აღნიშნა შოლცმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო