ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელმა ღაზაში ჰამასის იარაღის წარმოების ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში ჰამასის კუთვნილი იარაღის წარმოების მიწისქვეშა ობიექტს დაარტყეს.

მედიის ინფორმაციით, წუხელ, ისრაელის ძალებმა ჯენინის ლტოლვილთა ბანაკის დატოვება დაიწყეს, სადაც მათ ორდღიანი ოპერაცია ჩაატარეს.

აღნიშნული ინფორმაციის მიუხედავად, სროლისა და აფეთქებების ხმა არ წყდებოდა. წუხელ ღაზადან ისრაელში ხუთი რაკეტა გაისროლეს, რასაც ისრაელმა საჰაერო დარტყმებით უპასუხა. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორიდან გაშვებული ყველა რაკეტა მოიგერიეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ სდეროთსა და მიმდებარე დასახლებებში სირენების ხმა ისმოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

BBC-ის ცნობით, ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის მიერ ჩატარებულ ოპერაციას 12 პალესტინელი და ისრაელის ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის