გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფთან ერთად განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრისა და ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ განათლების რეფორმის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა ის ორგანიზაცია და ექსპერტი, რომლებიც მრავალი წელია განათლების სექტორში მოღვაწეობენ და ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვებული.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მხარეებმა სკოლების ავტონომიურობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწა, სახელმძღვანელოების ხარისხი, სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. განათლების კოალიციის წარმომადგენლებმა გიორგი ამილახვარს აღნიშნული საკითხების შესახებ საკუთარი მოსაზრებები და იდეები გაუზიარეს.

თავის მხრივ, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების კუთხით სამინისტროში მიმდინარე პროცესები გააცნო და რეფორმის განხორციელებაში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება