კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერების მომართვის საფუძველზე, ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.

„მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს - კონკურენტულ გარემოს, როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე რეჟიმშია - ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების, გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG) და თხილის ბაზრის მონიტორინგები. 2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები გასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება