საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს შვედმა კოლეგამ პოლ იონსონმა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოჰლინმა უმასპინძლეს.

თავდაცვის მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ნატოსთან თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შვედეთის მნიშვნელოვანი წვლილიც.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებზე. აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე.

განხილვის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო