IBSU-ში უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) მათ მიერ გამოცემული ტრადიციული, ყოველწლიური სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ერთობლივი ნაშრომები: წიგნები, სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციის კრებულები.

IBSU-ს ცნობით, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტი მუდმივად უზრუნველყოფს სწავლების, კვლევისა და ინოვაციების განვითარებასა და ხელშეწყობას და სხვა აქტივობებთან ერთად სისტემატურად ზრუნავს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერაზე.

„უნივერსიტეტის მიერ ფინანსურად წახალისებულია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში უნივერსიტეტის სახელით სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება, აგრეთვე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, წიგნებისა და სახელმძღვანელოების გამოცემა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნულ ტრადიციას და აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრების აქტიური ჩართულობით შექმნის მაღალი დონის, ღირებულ კვლევით პროდუქტებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება