„თალიბანი“ ავღანეთში სილამაზის სალონებს კრძალავს

“თალიბანმა” ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულება გასცა, - ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, მანკიერების პრევენციისა და სათნოების გავრცელების სამინისტროს პრესსპიკერის, მუჰამედ სადიკ აკიფის განცხადებით, ქალთა სილამაზის სალონები ერთ თვეში დაიხურება.

აკრძალვა დაწესებულია დედაქალაქ ქაბულში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში. „თალიბანი“ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, „თალიბანმა“ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ავღანეთის მთავრობა 2021 წლის აგვისტოში დაამხო და ძალაუფლებაში დაბრუნდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, ავღანეთში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. გაერო-ს ექსპერტებმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადეს, რომ ავღანეთში ქალთა და გოგონების უფლებების მდგომარეობა 2002 წლამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდა, როდესაც „თალიბანი“ქვეყანას აკონტროლებდა და ფაქტობრივად წაიშალა ქალთა უფლებების კუთხით 20 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი. ქალებს აეკრძალათ უნივერსიტეტებში სწავლა, შეეზღუდათ საჯარო სივრცეებში გამოჩენა და ბევრ სფეროში დასაქმების უფლება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება