დიმიტრი პესკოვი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული ვითარება დაძაბულია, კიევის რეჟიმის მხრიდან დივერსიის დიდი საფრთხე არსებობს

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული ვითარება დაძაბულია, არსებობს კიევის რეჟიმის მხრიდან დივერსიის განხორციელების საფრთხე, რომელიც შეიძლება, კატასტროფული იყოს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, რადგან, მართლაც, არსებობს კიევის რეჟიმის მხრიდან დივერსიის დიდი საფრთხე. დივერსიის, რომელიც შეიძლება, თავისი შედეგებით, კატასტროფული იყოს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლება ყველა ზომას იღებს ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს. „შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, შესაძლოა, მათ აქვთ სხვა სცენარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს - და შეუძლებელია არ დაინახოს - რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს