მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ  შემოსავლების სამსახურს საბაჟო კონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსას უმასპინძლა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საბაჟო დეპარტამენტს 50 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა (პლანშეტები) და 10 ცალი კონტრაბანდული საქონლის აღმოსაჩენი მოწყობილობა გადასცა.

„აღნიშნული აღჭურვილობა საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს მებაჟე-ოფიცრების მიერ, საზღვარზე რისკზე დაფუძნებული კონტროლის აღსულებას და კონტრაბანდული ტვირთების დეტალურ დათვალიერებას. პროექტი, რომლის სახელწოდებაა - „საზღვრების ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“, IOM-ის მიერ, უსაფრთხოების ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს ინტეგრირებული საზღვრის ძირითადი ელემენტების კონსოლიდაციის ხელშეწყობას.

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

,,თბილისი“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კიაზო ახალაია და ირაკლი თევდორაძე, ასევე სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება