ნატო-ს სამიტზე “საერთო უსაფრთხოების” გამარჯვება პარტნიორებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორებთან მუშაობენ.
“ზუსტად ერთი კვირა რჩება ვილნიუსში ნატო-ს საკვანძო სამიტამდე. შესაბამისად, კვირა საკვანძო მომენტამდე ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ ვილნიუსში გაიმარჯვოს. ყველაფერი პარტნიორებზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ზელენსკიმ.