თეთრი სახლი - აშშ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია - უკრაინამ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა გაატაროს

ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია. უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნატო-ს 31-ვე წევრის თანხმობით მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყანა ბლოკის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგული ვართ“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ბლოკის 31 წევრსა და წევრობის მსურველ ქვეყანას შორის.

„როდესაც საქმე ეხება უკრაინას, ჩვენ განვიხილავთ ნატო-ს მოკავშირეებთან და უკრაინასთან, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად მხარი დავუჭიროთ უკრაინის მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. პრეზიდენტმა [ბაიდენმა] არაერთხელ თქვა: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები იმავე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც ნატო-ს ქვეყნებმა დააკმაყოფილეს, სანამ ისინი ალიანსს შეუერთდნენ. მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება“, - აღნიშნა კარინე ჟან-პიერმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა